Q V E E N

ბრიტანული როკის მონარქი . . .


ერთ-ერთი ახალგაზრდულ ჟურნალში დაიბეჭდა პატარა სანდრას წერილი: "საოცარი მკურნალი", სადაც გოგონა იტყობინებოდა: ავად ვიყავი, დიდხანს, დიდხანს მომიწია წოლა. ბოლოს ერთი მეგობარი მეწვია და უძვირფასესი საჩუქარი მომართვა - ანსამბლ "Queen"-ის ფირფიტა. მისი დანაცვისთანავე გამოვჯანმრთელდი და ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მიყვარს "Queen"-ი - ასე ამთავრებს წერილს სანდრა. შეიძლება ეს ფაქტი ვინმეს ბანალურადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ იმის საილუსტრაციოდ ნამდვილად გამოდგება, თუ როგორ უყვარდა და უყვარს მსმენელს ეს ანსამბლი.
"Queen"-ის გაგონებაზე ინგლისში და არამარტო იქ, ბევრს დედოფალი კი არ გაახსენდება, არამედ ცნობილი როკ-ჯგუფი.
ჯგუფი ოთხი წევრისგან შესდგებოდა: ფრედი მერკური, ბრაინა მეი, როჯერ ტეილორი და ჯონ დიკონი.
ფრედი მერკურის ნამდვილი სახელი და გვარია ფრედერიკ ბულსარა. წარმოშობით ირანელი დაიბადა აფრიკაში, ქალაქ ზანზიბარში 1946 წლის 5 სექტემბერს.
1959 წელს მშობლებთან და უმცროს დასთან, ქაშმირასთან ერთად ინგლისში გადავიდა. ბავშვობა მეტად ეგზოტიკურ გარემოში გაატარა. სწავლობდა ინდოეთში, არდადაგებს ატარებდა ტანზანიის დედაქალაქ დარ-ეს-სალამში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ლონდონის სამხატვრო კოლეჯში, მხატვარ-დიზაინერის სპეციალობით განაგრძო.
ძალიან უყვარდა სპორტი და მუსიკა. ინდოეთში ფორტეპიანოს 5 კლასი გაიარა. მისი საყვარელი კომპოზიტორი იყო შოპენი.
სწავლის პერიოდში სხვადასხვა ჯგუფებში იღებდა მონაწილეობას. პირველი იყო "რექიჯი" ("მარცხის შედეგად მიღებული") რიჩარდ ტომპსონთან და კლივ არმიტეიჯთან ერთად, შემდეგ "სოურ მილქ სი" ("შედედებული რძის ზღვა"), სადაც პიანისტობა და მომღერლის ფუქციები შეითავსა.

მისი ფსევდონიმი "მერკური" - ფრედიმ თავისი ასტროლოგიური სიმბოლოს, პლანეტა მერკურის მიხედვით ოფიციალურად 1970 წელს დაირქვა. ამ პერიოდში ის ხშირად ტრიალებდა ჯგუფ "სმაილის" ირგვლივ. "სმაილის" სოლისტის ადგილი მან მალევე დაიკავა.
ფრედი ამბობდა, რომ სახელი წინასწარმაუწყებელი ნიშანიცაა! იმ დროისათვის სათაური ბევრს ნიშნავდა, ჯგუფი კი დიდხანს ეძებდა სათაურს. სულ მალე კი გაჩნდა სახელი "Queen"-ი, რაც ინგლისურად დედოფალს ნიშნავს. ჯგუფის ოთხივე წევრი სტუდენტობისას ხელმოკლედ ცხოვრობდა. ფრედი თავის ნახატებს ჰყიდდა. მერე მან და როჯერმა ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარე ფეშენებელურ რაიონში – კენსინგტონზე, ტანსაცმლის პატარა მაღაზიაში დაიწყეს მუშაობა. ბიჭები ყიდულობდნენ ძველ ტანსაცმელს, აახლებდნენ და ისე ჰყიდდნენ. თითქმის ყველა კოსტიუმი, რომლითაც ისინი პუბლიკის წინაშე გამოვიდნენ მათი შეკერილი იყო.

მერკურის ზედმეტსახელი იყო პლუტო.

ჯგუფის წევრებმა დაიწყეს ექსპერიმენტები განათებებით, კოსტიუმებით, სასცენო მოძრაობებით, რაც უფრო აძლიერებდა შთაბეჭდილებას. "ქუინის" შემოქმედებას ექსპერიმენტები არ აკლდა. მსმენელი ყოველ ახალ კონცერტზე სიახლეს ელოდა. პირველი ფირფიტა არც თუ ისე დიდი ტირაჟით გამოვიდა. 1973 წლის 6 ივლისს გამოჩნდა პირველი სინგლი. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გამოვიდა პირველი დიდი ფირფიტა - "Queen", რომელშიც ათი სიმღერა შევიდა. ძალიან მალევე ეს ფორფიტა მოულოდნელად მოხვდა ა.შ.შ.-ის საუკეთესო ფირფიტების კატალოგში. ეს გახლდათ სრული სენსაცია. მეტიც, ინგლისსა და ამერიკაში გაყიდული ფირფიტების რაოდენობით "Queen"-ის პირველმა ალბომმა ჯილდოდ "ოქროს ფირფიტა" დაიმსახურა.
ფირფიტების კონვერტის გაფორმებაზე მონაწილეობა მიიღეს ბრაიანმა და ფრედიმ. კონვერტს ამშვენებს დედოფლის სიმბოლოები, ჭადრაკის ფიგურა და ბანქოს სათამაშო ქაღალდის ყვავის ქალი. ზედა ნაწილის ცენტრში ფრედი მერკურის მიერ "ქუინისათვის" შექმნილი მეტად ორიგინალური ემბლემაა გამოსახული. მის ცენტრში ჩასმულია ასო - Q, რომელიც გარს არტყია გვირგვინს. ასოს მარჯვნიდან და მარცხნიდან ორი ლომი ამშვენებს, ზემოდან – კიბორჩხალა, ქვემოთ ორი ქალწულია გამოსახული. კომპოზიციაში ჩაფიქრებულია ჯგუფის წევრების ასტროლოგიური ნიშნები.
ბრაიან მეის საოცარი გიტარის მიერ შესრულებულ მუსიკას სინთეზატორის ეფექტებს მიაწერდნენ. ამის გამო, პროტესტის ნიშნად რამდენიმე ფირფიტაზე გაჩნდა წარწერა: "არავინ არ უკრავს სინთეზატორზე".
პირველმა ტურნემ კარგი შედეგი გამოიღო, მალე "ქუინს" არამარტო ინგლისში და ა.შ.შ.-ში არამედ მსოფლიოშიც ცნობენ.
ჯგუფ "Queen"-ის სიმღერებს და ალბომებს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათი ყველა კომპოზიცია ჰიტია.
"Bohemia rhapsody" (ბოჰემური რაფსოდია) არის გამორჩეული სიმღერა, რომელიც ფრედიმ დაწერა. სიმღერაში გადმოცემულია ერთი საბრალო ბიჭის მონოლოგი. იგი დედასთან აღიარებს – კაცი შემომაკვდაო! ამის გამო მას ეწყება კოშმარული ჰალუცინაციები და ითხოვს შებრალებას. ეს სიმღერა შევიდა კლასიკური როკ-პიესების სიაში. რეცენზენტებმა მას "პატარა ვოკალურ-სიმფონიური შედევრი" უწოდეს. ამ სიმღერამ "ოქროს ფირფიტა" დაიმსახურა.
"ბოჰემური რაფსოდია" არის თავისებური სუიტა, რომელიც ზოგიერთმა რეცენზენტმა "პოპ-კლასიკას" მიაკუთვნა. შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ ისინი საგონებელშიც ჩავარდნენ: "ნუთუ ამის შემდეგ კიდევ რამე იქნებაო". მართლაც, მათი თქმით ეს იყო რაღაც "ახალი, თანამედროვე სიმფონია, კლასიკური მუსიკის განსხვავებული ნიმუში".
მომავალში პროგნოზები გამართლდა – ამგვარი ნაწარმოები განახორციელა ფრედიმ სოლო ალბომში "Barselona" (1988 წ.) ცნობილ ესპანელ სოპრანოსთან მონსერატ კაბალიესთან ერთად, რაც ასევე როკისა და ოპერის შესანიშნავი სინთეზი იყო.


ჯგუფი "Queen"-ის ლეგენდარულობა მათ განუმეორებლობაშია. მათი ყველა სიმღერა განუმეორებელი და პოპულარულია, თუმცა, მათგან უდავო პოპულარობით სარგებლობდა: "We are the champions" (ჩვენ ვართ ჩემპიონები), "We will rock you" (შეგაზანზარებთ).
"ჩვენ ვართ ჩემპიონები" ინგლისური საფეხბურთო კლუბის "კოსმოსის" ჰიმნი იყო, ხოლო "შეგაზანზარებთ" კალათბურთელთა მატჩებზე სრულდებოდა. დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ ეს სიმღერები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში.
მერკურისა და მისი ჯგუფის წევრების ჩაცმულობა ყოველთვის ყურადღებას იქცევდა. მეტიც დადიოდა ჭორები მერკურის არატრადიციულ ორიენტაციაზე. ამასთან დაკავშირებით ფრედიმ ერთ-ერთ ჟურნალისტს უთხრა: "რაც შეეხება ჩემს ბიოსექსუალურ იმიჯს, ეს მხოლოდ ხუმრობაა – ეს შოუა. არ მსურს შემოვიფარგლო ერთი ჩარჩოთი და განვაცხადო – აი, მე სულ ესა ვარ! ხშირად ეს მისტიკურობა სცენაზე უნდა წარმოსდგეს, რომ უფრო საინტერესო იყო. ვიცვამთ იმას რაც გაგვაჩნია, ჩვენი სურვილების მიხედვით და ზოგიერთების გაოცების რისკით".
პოლ მაკარტნი ამბობდა: "ქუინის ღერძი ფრედია. მისი შესანიშნავი და უნიკალური ხმა მთავარია ჯგუფში, ხოლო მათი შოუ მხოლოდ სცენისთვის არის განკუთვნილი. დღეგრძელი იყოს "მეფე" მერკური".
სიმღერებს წერდა როგორც ფრედი, ასევე ბრაიანი და როჯერი. როჯერის დაწერილი სიმღერა "Radio Ga Ga" საოცარი პოპულარობით სარგებლობდა. კლიპში შესრულებული ტაშისცემა, კერძოდ ხელების მოძრაობის სტილი შემდგომში "ქუინის" კონცერტებზე "Radio Ga Ga"-ს შესრულებისას ყოველთვის უნაკლოდ ასრულებდა მაყურებელი.

ფრედი მერკურის ძალიან უყვარდა კატები. მან ერთგულ მეგობარს მიუძღვნა სიმღერა სახელმწოდებით "დილაილა"... ფრედის ჯონთან ერთადაც ჰქონდა ჩააწერილი სიმღერა "Cool cat" (გულგრილი კატა).
ჯგუფს მრავალი ჯილდო და პრიზი აქვს აღებული, ჩარტებში პირველობას არ თმობდა. ამასვე მოწმობდნენ სხვადასხვა სახის გამოკითხვები. 1982 წელს "გინესების რეკორდების წიგნში" "Queen"-ი შევიდა, როგორც ყველაზე მაღალი ანაზღაურებადი ჯგუფი.
"Queen"-ის თაყვანისმცემელი იყო თავად დედოფალი ელიზაბეტ II. ის არაერთ კონცერტზე შეუნიშნავთ სამეფო ლოჟაში, რომელიც ფეხზე დგომით და ტაშით აჯილდოებს მუსიკოსებს. ჯგუფი არაერთხელ მიუწვევია დედოფალს სამეფო კარზე.
ერთი ტრადიცია ჰქონდა ფრედი მერკურის, ყოველი კონცერტის დასასრულ სიმღერას ის დედოფლის დიდი მოსასხამით, სკიპტრით და გვირგვინით ასრულებდა...
"Show most go on", შინაარსითაც სიმბოლურად ჟღერს, ის ანსამბლის ბოლო კომპოზიცია აღმოჩნდა.
ფრედი მერკური შიდსით დაავადდა და ძალიან დაუძლურდა. უკვე ისეთი აქტიური აღარ იყო სცენაზე როგორც ადრე. მეტიც, ის თანდათან ერიდებოდა ხალხში გამოსვლას. მერკური 45 წლის ასაკში 1991 წელს გარდაიცვალა. მას ფანებმა დიდი პატივი მიაგეს. მერკურის გარდაცვალება იყო შოკი მთელი მსოფლიოსათვის. "Queen"-ის მუსიკა – საკუთარი ინტერპრეტაციით შესრულებული თითქმის ყველა ცნობილი მუსიკალური სტილის სინთეზია: სიმფო-როკი, ჯაზი, პანკი, საორკესტრო არანჟირება და რაც მთავარია ვოკალური და საგიტარო სოლოები. მისი მუსიკა მიმომხილველებმა მონათლეს, როგოც არისტოკრატიული და პომპეზური როკი.

ფრედისთვის მთავარი იყო არა კრიტიკა მიმომხილველებისა, არამედ თაყვანისმცემლების არმია. არმია, რომელიც თან დაჰყვებოდა ყველა ტურნეზე და ერთი და იგივე რეპერტუარს მრავალჯერ ისმენდა.
ფრედის ნიჭიერებას და განსაკუთრებულობას ერთხმად ყველა აღიარებს, ყველა შესანიშნავი მუსიკოსი, როკის და ზოგადად გემოვნებიანი მსმენელი. დღესაც იმართება "Queen"-ის კონცერტები, სადაც ფრედის სოლოებს მისი მეგობრები ასრულებენ. ყოველი ასეთი კონცერტი მსმენელში დიდ ემოციას აღძრავს. ის იყო ლეგენდა, ლეგენდადქცეულ ადამიანებს კი მსოფლიო არ ივიწყებს. "მე საკმაოდ ვიწვნიე ჩემი წილი მარცხი, მაგრამ გავუძელი, ჩვენ ჩემპიონები ვართ, ჩემო მეგობრებო!" ფ. მერკური (We are the champions).
05/06/2008

სსიპ გორის 1 სკოლა
X-XI კლასი
ელენე გოგიჩაიშვილი
ეთერ დავითიძე
მარიამ ღვამიჩავა
სოსო ტვორდოხლებოვი
ანა თვალიაშვილი